ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2020


სიცოცხლის ფილოსოფია (ანუ გავკარი კამიუს)

შენ ლექსს დაარქმევ მოცემულ ნაწერს, ანდაც ჩანახატს,
მე კი სიცოცხლის, სისხლგარეულ ამოხველებას.
სულის ხავილში, აღარ მესმის ჩემი თავისაც.
შენ ობს შეამჩნევ პურზე და ცხვირაწეული ნაგავში ისვრი,
ბებუაჩემი კი იტყვის ეს ობი ბარაქის ნიშანიაო და თვალდახუჭული ჩაკბეჩავს ლუკმას.
შენ მას ცრუმორწმუნეს დაუძახებ და აბზუებულ ცხვირს ანტიკური ფილოსფიისკენ გაიშვერ,
ანდაც კამიუს ჩაუჯდები, აბსურდს შეიცნობ, უაზრობას ამა სოფლისას.
შენ შეეცდები ყველაფრიდან აზრი დაწურო, შეენ შეეცდები...
შენ გააგძელებ არსებობას უაზრობაში, შენ გააგრძელებ არსებობას არსებობისთვის.
და შენ ალბათ ხარ ოცი წლისა, ან ოცდახუთის.
ბაბუაჩემი კი მკვდარია ოცი წელია, თუმცა ახლაც კი ცოცხალია შენზე მეტადაც.
სუნთქვავ და ფილტვებს აღარ გივსებს ცხელი ჰაერი...
რა ღირს  სიცოცხლე?
რა ღირს სამყაროს ბოძებული, დათვლილი წლები?
რამდენად ყიდი? რამდენს გიხდის ჯდომისაგან ტრაკგაცვეთილი შაქარ ბიძია?
სათვალისათვის აგროვებ ხურდებს, რომ დაიბრმავო თვალები და აღარ ხედავდე.
აგურებისთვის აგროვებ ფულს რომ აიშენო კომფორტის სივრცე.
რომ დაჯდე შიგნით და იფიქრო, როგორ შეგჭამენ ჭიები, იქნებ ახლაც გრძნობ უკვე დაღრნას?
მერე იფიქრებ შენს დაბანდებას რა მოჰვება?
შენი სხეულის, სულისს, წამების, წლების, თვეების თუ საუკუნისა.
მერე გაქცევა მოგინდება, კანიდან გასვლა.
მოგინდება რომ ერთხელ მაინც ახედო ზეცას და წაეჩხუბო ვინმეს,
ოღონდაც საკუთარ თავს არა.
და შენ გაქცევა ისევ გინდა, მაგრამ მიხვები  შეუძლებლობას.
მიხვდები, რომ არ იცი სხვა გარდა გაყოდვის შენი თავისა,
პირველ კლასიდან მხოლოდ ამას გასწავლიდნენ და შენც სწავლობდი,
სხვები გაქებდნენ ყოჩაღიაო, კარიერულ წინსვლას გიქადდნენ, შენც გიხაროდა.
სწავლას შესწირე შენი თავი, სხვა გზა არც იყო,
მაგრამ გამოდგა განათლება მხოლოდ ერთი რამ, დაბანდება შენი თავისა,
გასაღება შენი თავისა, გასხვისება შენი თავისა.
და შენ გაქცევა ისევ გინდა, უკვე მესამედ.
გარეთ გარბიხარ მერამდენედ ახედავ ღრუბლებს,
და დაიყვრებ, გამომიშვი ნაზარეველო,
და დაიყვირებ როგორ ითმენ ნაზარეველო,
და დაიყვირებ წამიყვანე ნაზარეველო...
და დაიქუხებს.
ზედ გაწვიმს, მაგრამ არ ტალახდები.
მუშტს ირტყამ მკერდში, ანდაც გირტყამენ, არ იზილები, როგორ ხარ მიწა?!
როცა ძარღვებში წყეული სისხლი მუდამ სრიალებს, ამ სისხლს კი გული
კბილების ღრჭენით ღეჭავს და ღეჭავს.
დღეს არსებობა ცხვირწინ დაგიდგა!
ხოდა იცოცხლებ!
ხოდა ისუნთქე!
ხოდა იხავლე!
ხოდა ვიცოცხლებ!
ხოდა ვისუნთქებ!
ხოდა ვიხავლებ, ვიხუტებ ზეცას!

მეორე დილით სახლში მიხვალ, გამხმარი კუჭით.
მაცივარს გახსნი არ იქნება იქ არაფერი,
გახვალ გარეთ და სანაგვიდან პურს ამოიღებ,
წეხელ აწვიმდა და გამრავლდა მასზე ობები,
გაიფიქრებ რომ სიცოცხლე იცის, შემდეგ გაკბეჩავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები