ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბორლინ დიდებული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 დეკემბერი, 2020


დამარხული ტალანტი?!

იგავით, ალეგორიულად საუბარი, დიდ ნიჭს მოითხოვს როგორც მთხრობელის, ისე მსმენელისაგან, იგავი ხომ ალეგორიული, დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოებია, რომელშიც ყველაფერი ირიბად, მინიშნებებითაა მოთხრობილი. იესო იგავს იმიტომ იყენებს რომ ასე ადამიანს მარტივად ანახებს „თეთრს და შავს“ თუმცა თან აფიქრებს, მოითხოვს დაკვირვებულობასა და ნათელ გონებას.
    იესოს იგავები საკმაოდ რთული გასაგებია, მის გასააზრებლად ერთხელ წაკითხვა არ კმარა, ზოგადად ბიბლიაც ძალზედ რთული ენით - არქაული ქართულითაა დაწერილი და ჩვენი ასაკის დაინტერესბულ მკითხველს ნამდვილად გაუჭირდება ამის გაგება, მაგალითად მოვიყვან ორ ფრაზას: „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“ და „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ პირველი ფრაზა ნიშნავს მცირედში სანდოობას და ამიტომ დიდი ნდობის მოპოვებას, ხოლო მეორე ფრაზა - შენი ბატონის სიხარულში თანამონაწილობას, იესოს ამ კონკრეტულ იგავს რამდენიმე ახსნა და მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ის პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რომ ადამიანმა ფული დაკარგვის შიშით დამალა, ამაზე მახსენდება ფ. ბაუმგარტენის იგავი ყვავზე, რომელსაც მადის აღმძვრელი ფუნთუშა დაკარგვის შიშით ფუღუროში ჩააგდო, როცა საკვები ვეღარ მოიპოვა ფუნთუშა გაახსენდა, მაგრამ ის გაფუჭებულიყო, ამიტომ ყვავი შიმშილით მოკვდა. იგავის მეორე ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ტალანტი გავაიგივოთ ადამიანის ნიჭთან, მის შესაძლებლობებთან, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზარმაცი ადამიანი წარწყმდება, ამ იგავის ახსნის მეორე ვარიანტის მიხედვით კი ტალანტი, რომელიც მონას ბატონმა უბოძა ნიჭია, ბატონი უფალი, ხოლო მონა ადამიანი, ადამიანმა რომელმაც თავისი ნიჭი ვერ გამოიყენა, დაისაჯა, ის სასუფეველში ვერ მოხვდება, ისევე ისჯებიან  ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი ნიჭი არ გამოიყენეს, მათ ცოდვილები ეწოდებათ, ინკვიზიტორად ძირითადად არა ღმერთი, არამედ ცხოვრების ის ციცაბო ბილიკი გვევლინება, რომელიც ცაშია გამოკიდული, ორ მწვერვალს ერთმანეთთან აკავშირებს და ცოდვილ ადამიანებს ფეხქვეშ ეცლებათ, ის სისხლიანი, შავი, ბოროტებით, შურით, ფარისევლობით სავსე უკიდეგანო, უძირო ოკეანე  გვევლინება, რომელიც ბილიკიდან ჩავარდნილ ცოდვილებს ახრჩობს, სწორედ ის სამართლიანობის რაინდი გვევლინება, რომელსაც განმსჯელის სახელით ვიცნობთ, ბილიკის შუაში დგას და არცერთ ცოდვილს მისი ხმალი არ ასცდება, იმ თეჰლუდ გვევლინება, რომელიც არკანიკუმით ყველა ცოდვილს ზურგში უროს ურტყამს და პირიდან შხამს, ანუ ცოდვებს ანთხევინებს და ბოლო ყველაზე საშიში რელირთი ელოდინია, რომელიც გრიგალით იმ ცოდვილებს სჯის, რომლთაც თავიანთი სიცრუით და ფარისევლობით თეჰლუ და განმსჯელი მოატყუეს, მათ გასცდნენ და სამოთხის ალაყაფთან არიან, მაგრამ ამ დროს გრიგალი ამოვარდება და ყველა მათგანს ოკეანეში ყრის. იგავის მიხედვით, ამ ყველაფრის ერთობლიობა, ელოდნის გამოკლებით ბრძენი ბატონია, რომელმაც კარგად იცის მისი მონების შესაძლებლობები და მათ სამართლიანადაც ექცევა. მე მომწონს ეს იგავი, ის ჩემში სამართლიანობასთან ასოცირდება. De omnibus Dubitandum! სწორედ ამიტომ მებადება კითხვა, რადგანაც არაფერია ნათქვამი იმ ორ მონაზე, რომელმაც თავიანთი ტალანტების რაოდენობა გააორმაგეს, მაინტერესებს თუ საიდან მოიპოვეს მათ ფული? ამის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ჯერ სამართლიანები განვიხილოთ: შეიძლება მათ იმუშავეს, ფული რაიმე საქმეში დააბანდეს, ვინმემ აჩუქა ან მცირე ბიზნესი წამოიწყეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, არსებობს ფულის შოვნის სხვა, არასამართლიანი, ცოდვით აღსავსე საშინელი გზები, როგორიცაა მკვლელობა, აზარტული თამაშები, ქურდობა, ტყუილი და ა.შ. თუ მონებმა ფული ცოდვილი გზით იშოვნეს, მაშინ მესამე მონა, რომელმაც ერთადერთი ტალანტი შავი დღისათვის შეინახა არა ცოდვილად და უარყოფით პერსონაჟად, არამედ დადებით, კეთილ გმირად გარდაისახება, მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, ალბათ იკითხავთ თუ რატომ? ამ შემთხვევაში ხომ ერთი ცოდვილი დადებით გმირად გარდაისახება? დიახ, მაგრამ მეორე მხრივ ორი დადებითი გმირი ორ უაროფით პერსონაჟად გვევლინება, ასეთ დროს არჩევანის წინაშე ვართ: ცუდი თუ უარესი? ყველაფერი შეფარდებითია, სამივე მონა ცოდვილია, ყველა მოკვდავი ცოდვილია, მაგრამ, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად, ამიტომ უარესს ისევ ცუდი სჯობს, ორ ცოდვილზე უკეთესი ერთი ცოდვილია, მაგრამ თუ იმ ორს ტვირთად მძიმე ცოდვანი აწევს მესამეს კი არა მე იმედს ვიქონიებ, რომ რელირთ ელოდინს მსგავსი ცრუპენტელა, ბოროტი ხალხი არ გამორჩება და ისინი დასჯის მათთვის სამართლიან ულუფას მიიღებენ.
    მაშასადამე ამ არგუმენტებიდან გამომდინარე დავასკვნი, რომ ზემოთხსენებული იგავი იმდენად რთულია, რამდენადაც მარტვია, თითქოს ბევრი არაფერია, სულ რაღაც ერთი გვერდია და ისიც არასრული, თუმცა მასში მთელი ცხოვრების საიდუმლოება და არსია თავმოყრილი, ის შავ - თეთრია, ნათელი და ბნელი ორივე შემთხვევაში არსებობს და სწორედ ეს იწვევს აზრთა სხვადასხვობას იგავში პერსონაჟთა სახეები ბუნდოვანია, ამიტომ ის ზუსტად ეხმაურება სოკრატეს გამონათქვამს Norce te Ipsum, საინტერესოა თუ როგორ გავიგებთ ჩვენ ამ ფრაზას, რა ახსნას მოვუძებნით, როგორ კონტექსტში განვიხილავთ და ა.შ. ბევრი ღრმადმორწმუნე ადამიანი ჩემს თეორიას არ მოიწონებს და იტყვის რომ ეკლესიის, ბიბლიისა და ღმერთის შეურაცყოფაა, მაგრამ არა, აზრი მუდამ იყო, არის და იქნება ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის თავისუფალი გონების სხივი, რომელიც კაცობრიობაში სხვა რამდენიმე სხივთან ერთად ეულად კიაფობს, სხივი, რომელიც ყველა ტაბუსა და სტერეოტიპს დაამსხვრევს, კაცობრიობას ყველა თემას ფარდას ახდის და საიდუმლოებებს გაამჟღავნებს, მითხარით, რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს სამყარო უკეთესო გახადოს, რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს ძველი უარყოფითი ახალი დადებითით ჩაანაცვლოს და კაცობრიობას პროგრესისაკენ უბიძგოს.

კონსტანტინ მაქსიმილიან ფონ პეტერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს