ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2021


ღმერთი

მე ხომ ღმერთი ვარ!
  არ გაგეცინოთ. . .
დიდი ხანია
  საზღვრებს გამოვცდი;

მე ხომ ღმერთი ვარ
  ამ წითელ ღვინოს
სულმოუთქმელად
  აქვე გამოვცლი!

მე ღვთაება ვარ
  და გადავწყვიტე:
ამიერიდან
  ბედს არ გამოვცდი!

და გადაგიშლით
  სამყაროს საზღვრებს,
კედლებს, ბარიერს
  სულ მთლად ჩამოვცლი!

წინ  წაგიძღვებით
  იმ ხაზის მიღმა,
რასაც ოდესღაც
  მაშინ გამოვცდით!

მართლა ღმერთი ვარ -
  - ამით ვხალისობ,
დოქის შუაგულს
  უკვე ჩამოვცდით.

მე ხომ თქვენი ვარ,
  ნუ გაგიკვირდათ,
მშვიდად მომყევით
  და ნუ გამომცდით!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს