ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2021


უცხო ეზო

(ლექსი დაიწერა ერთი თვის წინ იმერეთში სტუმრობისას... უემოციოდ ვერ შეხედავ მოხუც ცოლქმარს, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთი კოხტა ეზოს კოლორიტის შენარჩუნებისთვის)

უცხო ბებია,
შრომით დაღლილო,
შენი ჭის წყალი დამალევინე.
აქ მომასვენე,
ამ სახლს რაღა სჯობს;
გთხოვ, ერთი ღამე გამათევინე. . .

როგორ გაშლილა,
აყვავებულა
მწვანე ეზო და მწვანე ბალახი.
უცხო ბაბუა, დრო გარდასულა,
მაგრამ ბუნება რჩება ხალასი. . .

შენ ნუ იდარდებ,
ეგ შენი ზრუნვა
ეზოს ათას წელს გააძლებინებს;

და ოღონდ ახლა,
სწორედ ამ წუთას
ეგ შენი ღვინო
დამალევინე. . .

რად მომენატრა?
რად მოვისწრაფვი?
სულმოუთქმელად შემოვირბინე;

და ნება მომეც,
ცვრიან ბალახზე
ვით გალაქტიონს, გამავლებინე. . .




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს