ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2021


მდუმარება

ვინ დაგადუმა, დედამიწავ,
აგიკრა პირი. . .
ჩვენ ხომ არ გვესმის,
იქნებადა. . . შენ შენსას  სჩივი. . .

ვინ გაგხადა ასე მდუმი,
ერთგვარი სახით,
იქნება ღმერთი გამოგეცხადა
ეშმაკის სახით;

და მოგისაჯეს მდუმარება,
ნიღაბი ცივი;
სახე დამალე, ახლა ასე სჯობს,
ღამე თუ დილით;

რამ გაგაჩუმა დედამიწავ,
მოგგვარა ძილი,
იქნებ აღარ გაქვს სამყაროსკენ
საბრუნი პირი. . .




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს