ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
25 აპრილი, 2021


ინფექციურის ეზოში

ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა,
გამოდის ჩემი ექთანი, პატივცემული ტატა,
შუახნის ქალი, მკერდსავსე, ახლადშეჭრილი კარეთი,
ტატა რომ ცოლად გამომყვეს, ნიავს არ მივაკარებდი,
პაციენტი ვარ, უბრალო, ტატა კი, მხოლოდ ექთანი,
ჩემსავით მრავალ პაციენტს ალბათ აღელვებს ეგ ტანი,
ინფექციურის ეზოში კატა ილოკავს თათებს,
ვგრძნობ, გულისცემა ჩქარდება, მიახლოვდება ტატა,
ჯიბიდან იღებს სიგარეტს, მერე ასანთსაც ეძებს,
ინფექციურის ეზოში კატა ნებივრობს მზეზე,
კარგო, ასანთი ხომ არ გაქვს?-ხმადაბალა მკითხავს ტატა,
ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა,
მე ვაწვდი ასანთს, უკიდებს, თანაც მაგიჟებს ბოლომდე,
როდესაც გვერდით მიჯდება, წითელი ქვედაბოლოთი-
ინფექციურის ეზოში, პატივცემული ტატა,
სამივე ერთად ვნებივროთ, განსაკუთრებით, კატა,
მოწევს და მარტო დამტოვებს, წაიღებს გულს და ასანთს,
ზედას ვინ ჩივის წნევას, ქვედა გაცდება 110-ს,
პაციენტი ვარ, უბრალო, ტატა კი, მხოლოდ ექთანი,
ჩემსავით მრავალ პაციენტს ალბათ აღელვებს ეგ ტანი,
ინფექციურის ეზოში მზეს ეფიცხება კატა,
წავიდა ჩემი ექთანი, პატივცემული ტატა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები