ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2022


დღეს ცა ჰგავს

დღეს ცა ჰგავს ქვრივის
დაფლეთილ კაბას,
შენ კი კვლავ ქრები
სისწაფით ჭორის,
ცხოვრება თუ  კი გზად
გვიგებს ხაფანგს,
არც მიკვირს რომ ვართ
ჩვენც ვირთხებს შორის.

ფართოა ხედვა იმათი, ვინაც,
საკუთარ გულის განჭვრიტა მზერა,
ერთია სასოს რომ მხდიდა ღვინო,
და მერე თავით გავჭერი ჭერი,

და ვქროდი ზემოთ, ყვავების წრეში,
ვიგნებდი გზას და იმ ნათელ
წერტილს
სინათლე მგლებს რომ ეჭირათ, ცხვრებში,
და მერე ახლოს გამოჩნდა ღმერთიც,

რომელიც თითქოს წასულა არსად,
ჩვენ კი ამ ბნელში ვაგებდით კოშკებს,
ძნელია ამდენ სიმართლეს ფარსი
გამოაცალო ამ წყვეტილ დროში.

თუმცაღა წლებს -ამ გარდასულ
წიგნებს,
ვკითხულობ და კვლავ მისკდება
თავი,
საკუთარ თავის გზებს ვეღარ ვიგნებ,
თორემ სხვა რავი.თორემ სხვა
რავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები