ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2022


პოზიტიური სიმართლე

ადამიანო
რამდენი სიცოცხლე უნდა იცხოვრო კიდევ ერთხელ და სამუდამოდ რომ მიხვდე არაფერს რომ არ აქვს აზრი
გარდა სიყვარულისა?
....

მეცინება როცა უკვირთ კარგი ადამიანები რატომ არიან მარტოსულები.

ყველაზე კარგი ადამიანების კარგობის შესახებ კი
ალბათ არავინ არაფერი იცის დიდად
იმდენად თავისთვისაა,
იმდენად დაიღალა ადამიანების პაწუკა ეგოს თამაშებით.

რეალობას განა იმიტომ გაურბიან, რომ ილუზიებია ლამაზი
უბრალოდ ფაქტები ძალიან მტკივნეულია.

აი მაგალითად ფაქტი,
რომელსაც შეუძლია ნაწილებად დაშლის შეგრძნება მოგიტანოს :

რაცარუნდა ძლიერ გიყვარდეს,
რამდენიც არ უნდა ელოლიავო,
თუ ადამიანი დაღუპვის გზას დაადგა
ის მაინც ხრწნას ამჯობინებს შენს უანგარო სიკალულებს.

ამიტომაც აღარ ვიტიროთ ლამაზო
მკვდრები ბოლოს მაინც საფლავებში ბრუნდებიან.
მშვიდად განისვენეთ.

შენ კი
შეიყვარე ეს დედანატირები ტკივილები!

სასაფლაოები ალბათ იმიტომ მომწონდა სულ რომ
ნამდვილი მკვდრების ხილვა გამშვიდებს, როცა გარშემო ამდენი 'ცოცხალი' ადამიანი ლპება.

არა , არ მინდა რომ დაგასევდიანო
მინდა რამე პოზიტიური გითხრა,
მაგრამ ბედნიერი ვერასოდეს იქნები თუ თავის მოტყუებას დაეჩვიე.

ყველაზე დიდი პოზიტიური ადამიანი
ის არის,
ვინც მუდამ სიმართლეს გეუბნება.

რომ ვერ შეძლებ, რომ ვერ იცხოვრებ ღირსეულად, ხომ კაი,
ამაში არავინ განგსჯის
მაგრამ თუ ვერ ცხოვრობ ხომ შეიძლება უბრალოდ იყო მაინც,
ისე შენთვის, ჯიგრულად.
არა, მაინცდამაინც სახე უნდა დაკარგოს ადამიანმა,
ისე რომ შეხედვაც კი შეგრცხვეს.

რა მტკივნეული ფაქტია ესეც
წლები რომ გადის,
ნახულობ ადამიანებს რომლებსაც იცნობდი და მათში სიცოცხლის ნაპერწკალი ბჟუტავდა,
ახლა კი შუშის თვალებით შემოგცქერიან
გაყვითლებული მკვდარი სულებით.

ფაქტი შემდეგი:
ყველაზე უტყუარი და წყალგაუსვლელი -
შეიყვარე შენი თავი თორემ
დედა გეტირება!

გამოცდილი კაცის სიტყვას გაძლევ.

ყველა უსიყვარულო ნაწილის გამო ,
რომელიც ვერ გაასიყვარულე
მოხეტიალე მკვდარ სულებს აიკიდებ,
და შენც გადმოგედება მათი სიმყრალე.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის,
შენ არ მიაყენო ვინმეს სულის ჭრილობები...

ყველაზე მეტად იმას არ უყვარს
ვინც გადასარჩენად წირავს თავს
ყველაზე დიდი სიყვარულის დროს
უფლებას აძლევ დაიღუპოს.

მკვდარცოცხლებს
რომ შეეძლოთ ვინმეს მოსმენა
ერთს ვთხოვდი მხოლოდ
ნუ აჩენთ შვილებს!
ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს იქ სადაც,
დედმამა მის დაბადებამდე მოკვდნენ.
მეტაფორულად.

ან როგორ იქნებოდი ცოცხალი, როცა
დედა იავნანასავით გიმღეროდა
სიკვდილის მელოდიას?..

მე მაპატიეთ,
რომ ჯერ კიდევ მეუცხოვა
ადამიანის სიმყრალე..

და ეს ყველაფერი რისთვის?
.....
ფაქტი
ყველაზე პოზიტიური სიმართლე -
არ არსებობ
ადამიანო,
ჯერ კიდევ ვერ მიხვდი ამას?
სანამ არ გიყვარს
როცა არ გიყვარს
შენ არ არსებობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები