ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2022


ბიბლიური ოდისეა - მეოთხე უარყოფა

ბიბლიური ოდისეა - ოცდაერთი ტყვია

ბოდიში.
ბოდიში.
ბოდიში.
მე მოგიხადე ბოდიში სამჯერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც უარგყავი.
ახლა ვდგავარ შენ წინ და თვალებში შემოგციცინებ. მე ვდგავარ შენ წინ და უკან ჩემი გამოვლილი ცხოვებაა. მე გხედავ შენ და შენს უკან შენს დიდებულებას, შენს ყველა ნაბიჯს, შენ ყველა გადაწყვეტილებას, შენს ყველა სიტყვას და შენ, ამ ყველაფერში ყველგან შენ გხედავ, ჩემს წინ და შენს უკან, ყველგან შენ. შენ მხედავ მე და......
არ დამიტოვე არჩევანი, სად იყო არჩევანი, როცა გხედავ შენს და შენს უკან ამ ყველაფერს, სად რჩება არჩევანი?!
უძლურების ბრაზი მაწვება ყელში, უძლურებისა რომელიც მანდომებს რო ან შენ ჩამოგხიკო სახიდან კანი ან ჩემი გავიძრო და ვიღრიალო, სადაა არჩევანი? სადაა არჩევანი? სად? სად? სად? სად?
მე მოგიხადე ბოდიში სამჯერ. სამჯერ, ზუსტად იმდენჯერ რამდენჯერაც უარგყავი, მაგრამ შენ ვერაფერს ხედავ ჩემს გარდა, ჩემს გარდა და... მე მოგიხადე ბოდიში, მაგრამ უძლურების ბრაზი მახრჩობს, მახრჩობს ეს ბრაზი და მანდომებს შენც დაგახრჩო, გაგაქრო, გავაქრო ყველაფერი შენს უკან, სარკედ გაქციო რო ვხედავდე ჩემს თავს და ყველაფერს ჩემს უკან, ყველაფერს, მაგრამ შენს გარეშე.

ეს მეოთხე უარყოფა იქნება, ეს იქნება ბოლო ამოხრიალება და გაბრძოლება.

შენ ხედავ ჩემს ზურგს, ჩემს წინ კი ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს ხედავ შენს გარეშე, შენი დიდებულებით გაქვს ამოვსებული მზერა და ყველა ხვრელი. მოდი განახებ, მოდი განახებ, მოდი, გამომყევი, ოღონდ ახლა შენგან ველი ბოდიშს, ველი უმადურობის და დავიწყების დავიწყებას შენგან, ველი რომ უღელს გამიწევ, ქვის აგორებაში დამეხმარები მთაზე და პირიქით არ დამიმძიმებ.

ეს ვარ მე, მანამ, სანამ ჩემს სულს ცეცხლს წავუკიდებდი. ეს ვარ მე, განწირული და უსუსური, მოლოდინში, წყლისა რომელიც ამ ცეცხლს ჩამიქრობდა, მაგრამ შენ უდაბნოებში სიარული გიყვარდა, ხოდა მეც ვიარე, სადაა წყალი, ჩემს პეშვში წყალი ქვიშად გადაიქცა და თითებს შორის ჩაიფანტა, სადაა შენი ხმა? რომელიც მილოდინს დამიმთავრებდა, ეს დედამოტყნული მაინც და მაინც კეხიანი ცხვირი და ჩუჩა დაჭრილი ყლე უნდა მქონდეს რო დამენახო? რო გამომეცხადო?  ნახე, ეს მე ვარ, სანამ სულზე ცეცხლს წავიდებდი.

ეს ჩემი უბანია, ჩემს გარეშე. სულ სახლში ვზივარ და კამათლებს ვაგორებ, შემდეგ ციფრებს ვიწერ და ვძერწავ სტატესტიკას. ვადარებ ერთმანეთს გუშინდელს და დღევანდელს, ვფიქრობ რა შეიცვალა, რატომ და რამდენად. ახლა მონეტის აგდების და აღრიცვის ჯერია, ვაგდებ ას ცალ მონეტას და ვტოვებ მხოლოდ იმათ რომელმაც გერბი აჩვენა, შემდეგ ისევ ვყრი და ისევ იმათ ვტოვებ რომელმაც გერბი აჩვენა, ასე ბოლომდე, სანამ ერთი არ დარჩება, დარჩა ერთი რომელიც ყოველთვის ერთი და იგივეს აჩვენებდა. ვტოვებ მას, ვუძღვნი გამარჯვებას, არ ვცდილობ კიდევ ერთხელ გამოვცადო მრავალი გამარჯვების შემდეგ. გამარჯვებულ მონეტას ჭიქაში ვათავსებ, მეორე დღეს კი ოთხმოცდაცხრამეტ მონეტას ავაგდებ და ახალ გამარჯვებულს დაველოდები, წარმოიდგინე რამდენი შანსი აქვს ბოლო მონეტას რო გაიმარჯვოს, იცი რა მოხდება მეასე დღეს? მხოლოდ ერთი მონეტა იქნება, რონელსაც იმდენჯერ ავაგდებ სანამ გერბს არ მაჩვენებს. მე კი ვზივარ გაუძრევლად ჩემს ოთახში. ანდაც ვწევარ და მძინავს, ისე რომ გვერდს არ ვიცვლი. ერთ რაღაცას ვერ შეამჩნევდი შენ, ჩემი არჩეული იყო რომ მონეტებს გერბი უნდა ეჩვენებინათ, ზუსტად იმდენივე შანსი იყო რომ საფასურზე ჩამოვყალიბებულიყავი, მე ავირჩიე, მე ავყარე, მე გამოვხშირე და მე შევინახე გამარჯვებული. მონეტა დარჩა მონეტად. სადაა არჩევანი? ეს იყო პირველი უარყოფა. და მე ბოდიში მოგიხადე.

ფანჯრიდან გახედვისთვის ლოგინიდან ადგომა არ მჭირდებოდა ხოლმე, ვუყირებდი ჩემს მეზობელს, როგორ დარბოდა ეზოში და როგორ ერთობოდა, მეგობრებთან ერთად ბურთს თამაშობდა. მათრობდა მისი ენერგეტიკა, ცოცხალი იყო, იმდენად ცოცხალი რომ მის გარშემო ყველაფერს აცოცხლებდა, ჩემს გარდა. ამ სიცოცხლის გაქრობა მინდებოდა, პირველად მაშინ გავედი გარეთ, დანით. გავედი გარეთ და დანა მეჭირა ხელში, მივედი და ვუყურებ ამ სიცოცხლეს, ავიღე ბურთი და გავჭერი. სასტიკად მცემეს, პირველად ვიგრძენი რო ცოცხალი ვიყავი და მეც ხორცი მქონდა, მეც გადმომდო სიცოცხლე, ცოცხალი ვიყავი და არაფერი მადარდებდა სიცოცხლის გარდა. მეორე დღეს გავედი და ეზოდან ვუყურებდი, ჩემმა მშობლებმა უყიდეს ბურთი, ზუსტად იმ მონეტებით რომლითაც ვთამაშობდი. შემომცინა და მითხრა, ფსიხო, მზემ არ შეგაშინოს, მოაჯვი კარში ჩადექიო, ავწიე ჩემი სქელი ტრაკი და დავემორჩილე. ეს იყო მეორე და ორმაგი უარყოფა. მე კი ბოდიში მოგიხადე.

არ წვიმდა, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა რომ გარშემო ყველაფერი სველი იყო. სისველეს ვგრძობდი ორგანიზმის შიგნიდანაც. პირველად გავიაზრე რომ სისხლი სითხეა, ჩემშია ეს სითხე, ჩემშია და სულ მოძრაობს. გავიაზრე რომ მასშიც იყო იგივე სითხე და ისიც სულ მოძრაობდა. მიზიდავდა ეს სითხე, მინდოდა მისი რომელიმე უჯრედი ვყოფილიყავი, მის ძარღვებში მემოძრავა, დამერტყა ერთი წრე მისი ორგანიზმის გარშემო და მცირე წვლილი შემეტანა მისი სიცოცხლის გაგრძელებაში. მეგრძო ის და მას ვერ ვეგრძნე. ორი წელი გავიდა და ეს განცდა და სურვილი არ ქრებოდა, გარეთ არ წვიმდა მაგრამ ყველაფერი სველი იყო. ეს იყო მესამე უარყოფა და მესამეჯერ მოგიხადე ბოდიში.

განცდა მქონდა რომ ეს იქნებოდა მეოთხე და უკანასკნელი. ყველაფერი ტრიალებდა, ტრიალებდა მაგრამ მე არ მქონდა გადაწყვეტილი რო როგორ უნდა ეტრიალა ამ ყველაფერს.  თავისით ტრიალებდა, არ ჩერდებოდა. მეც ჩამითრია და თავის გარშემო მატრიალებდა, ტრიალებდა და ვტრიალებდი, არ ჩერდებოდა. მე არ ამირჩევია რაზე უნდა გაჩერებულიყო, თუ შენ აირჩიე და არ მანიშნებდი უარესია, მაგრამ არც შენ აგირჩევია. მე ვთამაშობდი, მე მინდოდა მის მოძრაობას ავყოლოდი, ჩავყოლოდი და მასთან ერთად მეცოცხლა, მე ვერ ვხედავდი არჩევის არჩევანს. იყო თამაში, იყო მოძრაობა და არ იყო არჩევანი. იყო თამაში, იყო მოძრაობა და არ იყო არჩევანი.იყო თამაში, იყო მოძრაობა და სადაა არჩევანი?! 
გამართლება.

ხოდა, ახლა შენს წინ ვდგევარ ზურგით და ვეღარ ვხედავ შენს დიდებულებას, შენ ხედავ ჩემს ზურგს და ჩემს წინ ყველაფერს, შენ ხედავ ყველაფერს რაც ჩემს წინაა ჩემი გავლით. ამ გზის დასაწყისში დიდი სარკეა, მე ვხედავ ყველაფერს, ვხედავ ჩემს ცხოვრებას, ვხედავ ჩემს თავს, გხედავ შენ და შენს უკან ყველა შენს გადაწყვეტილებას, ყველა შენს ნაბიჯს, ფიქრს თუ სიტყვას. მე ვხედავ ყველაფერს.

ბოდიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები