ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2023


ფარდობითობა

ადრე დროს ვუჩიოდი, მის სისწრაფეს...
ახლა, იგივე დროს ზოზინში ვდებ ბრალს.
ადრე დრო ვერ ჰყოფნიდა საქმეს
ახლა საქმე აღარ ჰყოფნის დროს.
ადრე დილა რომ თენდებოდა თვალებშიც მინათდებოდა
ახლა მზე ვეღარ ანათებს ჩემს თვალებს
ადრე სარკეში მოღუშულს თუ მოვკრავდი თავს თვალს  , ეგრევე გავუღიმებდი და შევახსენებდი რომ ბწდნიერი ვიყავ.
ახლა მომღიმარს თუ გამოვიჭერ თავს, მყისიერად მახსენდება როგორ ვერ ვაპატიე გადარჩენა.

ადრე მადლიერი  და ბედნიერი ვიყავი და ვიცოდი ეს.ვერ ვიგებდი რითი დავიმსახურე ჩემთვის სამყოფი ბედნიერება. ახლაც ვიცი, ახლა...ახლაც ვაცნობიერებ თუ რა ბედნიერი ვიყავი და ყოველ წამს მახსენებს, რომ ახლანდელით უმადურობის ნაცვლად, უწინდელით ვიყო მადლიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები