ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2023


* * *

მას შემდეგ,
რაც დავმახინჯდი, 
შენი სიტყვები აღარ მოდიან ჩემთან.
შორიდანღა  თუ შემავლებენ თვალს.
დღემდე გიკვირს,  სხვები ჩემს უსახურობაზე  ჩვეულებრივად რატომ რეაგირებენ,
რატომ  მითმობენ დროს,
რომელიც გაძვირდა.
მათგან სასიკეთოს  დაცდენის  შემთხვევაში,
რაც  იშვიათად ხდება,
თავს ჩაქინდრავ,
სუნთქვაშეკრული  შეაყოვნებ მომდევნო ნაბიჯს.
უფერულდები  და
წარსულდები.
შენი სიტყვები ისევ ეძებენ კედლებს სახლის შესაკრავად,
ქანცის გაწყვეტამდე ეძებენ
და პოულობენ.
იკარგებიან მის სიღრმეში.
სახლი თბილია.
სახლი თვლემისმომგვრელია.
რბილია  სახლი.
აქ უნდა განაწილდე,
დაიმარცვლო,
გაიფანტო ხმოვნებად და თანხმოვნებად.
სიტყვაც აღარ უნდა გერქვას.
ასეც იქცევი.
შემოსაზღვრულ სივრცეში მხოლოდ მოშინაურებული ფიქრები ჭაჭანებენ:
სამზარეულოში ყავას დასტრიალებენ,
თაროზე- წიგნებს,
საწოლში- ძილსა თუ უძილობას,
აბაზანაში- სხეულს, რომელსაც ზოგჯერ შინიდან გაპარვა სურს,
ძალიან სურს...
მაგრამ როცა  გახსენდება,
რომ მე დავმახინჯდი-
ყოვნდები კარის მუქლურჯ ზღურბლთან
და ლამაზი,
გაცრეცილი სიტყვიდან შორისდებულებად ამოგლეჯილი,
ცალკე მდგომის იერსა და
მდუმარებას იძენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები