ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2023


იოჰანმა თავი მოიკლა

ცამეტი აპრილის საღამო იყო
გარეთ წვიმდა და შიგნით თბილოდა
ჩვენი ბლოხენა ქურასთან იჯდა,
მუცელზე თმების დაწვნას ცდილობდა.

ცდილობდა გულით, და შემართებით
რომ დაედგინა ზუსტი მიზეზი
ცამეტ აპრილის საღამოს პირას
ქურასთან რატომ უნდა იჯდეს ის?

ცამეტ აპრილში არ იყო საქმე
ანდაც კონკრეტულ რამე თარიღში,
იოჰანს სურდა რომ დაედგინა,
როგორ დასრულდა მისი თარეში,

საღამო იყო, ელვა და თქეში,
იოჰანი კი კომფორტულ ხვრელში
ეძებდა მიზეზს, ეძებდა ბილიკს
ბილიკს რომელმაც აქ მოიყვანა
ცამეტ აპრილის წვიმიან ღამეს,
მუცლის ბეწვთან და ქურის კუთხეში.

იოჰანს ვერ გაეგო
ასე როგორ გაჩერდა,
სად დაყარა ფარხმალი
რომელ რიცხვში დანებდა.

ტვინში სიტყვების მონაცვლეობით
გადადიოდა განვლილი გზები
ყველა ნაბიჯი ერთად ახსოვდა
სულ ყველა წამი, წუთი თუ წლები,

მეც იქვე ვზივარ, ვუყურებ სეირს
ხან ჩავიცუცქებ, ხან  გადავწვები,
ვუყურებ ზურგით დამჯდარ ბლოხენას
ვუყერებ და თან ნელ ნელა ვხვდები,

თუ რა არ ესმის იოჰანს
და ასე რატომ გაჩერდა
როდის დაყარა ფარხმალი
ცხოვრებას როდის დანებდა,

ცამეტ აპრილის საღამო იყო
წვიმა, სიცივე, სითბო და ქურა
ზუსტად რომ ამ დღეს დანებდა ბლოხი
თოთხმეტი აღარც გათენებულა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები