ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2023


ყვითელი შიში


მე ვცხოვრობ კაცთან,
რომელსაც მხოლოდ ტანჯული და დეპრესიული ვუყვარვარ.
არც მალავს ამას
და არცერთ შესაძლო მომენტს არ უშვებს ხელიდან
ეს სიამოვნება გაიხანგრძლივოს.
გუშინ დღე მქონდა ბროწეულის გახლეჩვის მსგავსი.
ჰარაკირს ჰგავდა.
გამოფატრულ  სულს შიგნიდან სცვიოდა ვერცხლი
და ვერ ვკვდებოდი.

ის კი ომიდან უჭრილობოდ გამოსული მეომრის მზერით,
ქედმაღალი და კმაყოფილი
იჯდა ბაღის  ყვითელ სკამზე და
ყვითელი ფინჯნით ჩაის ხვრეპის რიტუალში გადაშვებული,
ბედნიერებით ივსებოდა,
დარწმუნებული იმაში, რომ
კიდევ ერთ ხიფათს აარიდა სნეული ეგო -
თავზე იოლად ცურავდა ხელი
ყველა შესაძლო მიმართულებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები