ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2023


* * *

მაჯებზე შემხმარ მეწამულ მზეს
  ჩამორეცხს წვიმა
და ნირწამხდარი, სულამოცლილ
  ღამეს აუვსებს
შხამის ფიალას, საგანგებოდ
დაშვებულს  ციდან,
უიმედობის ბოლო წამის
ბოლო ნამუსრევს.
სადღაც  გაკრთება  შენზე  ფიქრის
ყრუ სამწერტილი.
ნუ დამიძახებ.
ვაჭაობებ ჩემს წილ ამინდებს.
შენ, თიხამიწა, დაბზარული
და ფერმიხდილი,
დგახარ და  მორიგ მოწყალებას
პეშვით  არიგებ
მავანთა გულის მოსაგებად.
დახლზე, ყასბები,
აქუცმაცებენ ღმერთს, ჰყიდიან
მუქთად, ნისიად.
ჯიბეში ვიწყობ  თვალებს და თუ
უფსკრულს  გავცდები,
ვიტყვი: რაც ვწერე,
ბრმადყოფილის  პარაკლისია.
ჯერ კი ამ უხმო ფართხალს ქვებზე-  მავთულხლართები
გულუბრყვილოთა შესაფერისს
სდებენ განაჩენს.
მწიფს ანჯამებზე სუიციდის
მლაშე აბები,
კოლტი-  მარგალიტს, ლაფში ჩაყრილს,
თელავს,
არ  ამჩნევს.
ნურც შენ შეიმჩნევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები