ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2023


* * *

ეს სარკე
ჩემი ბავშვობისდროინდელი  მეგობარია.
რაც თავი მახსოვს,
ზღაპრებს ექოდ  მიბრუნებდა
წლიდან წლამდე.
ათას ლამაზ თავგადასავალს
მპირდებოდა
და მეც ვუჯერებდი.

ახლა კი ვდგავართ ერთმანეთის პირისპირ  და
ხმას ვეღარ ვიღებთ.
მის გლუვ სიღრმეში,
გისოსებს შორის  გაკიდული დაჟანგული ზამბარებიდან
ჩემი ბოლო,
გარდაცვლილი  სიყვარული მოწვეთავს კარმად,
ჩემ წინ გუბდება.
ცოტაც და,
მდოგვის ცხარე  სოუსს  ემსგავსება
მძაფრი სუნით და  კონსისტენციით.
ტარაკნებიც კი  გვერდს უვლიან.

ვეღარ ვიხსენებ, აქ რატომ ვარ.
ან როდიდან შემომეხავსა ეს ცრუ მზისფერი.
რამ მაიძულა ფაიფურის მძიმე ლანგრით,
ჩემივე ნებით
მიმერთმია თბილი  გულ- ღვიძლი
ცულის ხის ტარზე გაშხლართული მზარეული კანიბალისთვის,
კულინარიის ბაიბურში რომ არ იყო
და არც არასდროს აღელვებდა დღე,
რომელსაც  არ ჰქონდა ღამე.

სარკის მზერას
ვეღარ  ვუძლებ
და თავს  დაბლა ვხრი.
სუნთქვას ვიკრავ.
ვნაწევრდები.
ის ინისლება,
იბზარება
და თაბაშირის  საყრდენიდან
ჟანგმოდებულ სამსჭვალებს ისვრის
უმისამართოდ.

ჩვენ ავადა  ვართ.
ერთმანეთი გავხადეთ  ავად
და არც გვადარდებს,
რომ დედამიწა
ლეიკოზის ფსკერგავარდნილ ტბაში ჩავძირეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები