ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2024


* * *

ჩემი სახლისგან ( ბავშვობის სახლს  ვგულისხმობ) ლამის
არარა დარჩა. მიწის ნაკვეთს
თუ აღარ ჩავთვლი.
ისიც ისეთი უმწეოა, ვერ აყვავილებს
ხეებს, ბალახებს... შორია და
უძირო სათლის
მსგავსად ვერ იჭერს მოგონებებს,
ვერცერთ თბილ ამბავს,
ვერც მე მიმშრალებს მერამდენედ  დაორთქლილ ლინზებს,
უცვლელად მოსავს ბრტყელფოთლება, პრიალა  ბალბა
და ცაში ცქერით  დაბუჟებულ
უპეებს იზელს.
სამი თაობა შეიფარა.
სამჯერ იტვირთა
მათი სიჭრელე:
დაუთვლელი კარგიც და ავიც.
დღეს იმ სამიდან მიმოფანტულთ
ითვლის სიმწრით და
გულშეღონებულს ძარღვებს უგლეჯს
ბელტების ზვავი.
იტყვიან: - აბა, მიწას რაღა
ესმის განცდების.
მიბარებულს თუ შეგინახავს
ერთგული ღიმით.
მაგრამ ნასახლარს დიდ მანძილზე
თუკი გავცდები,
მომღმუის თითქოს...
მე  მიწაზე ათასჯერ  მძიმე
ბორკილაჩონჩხლილს
აწმყო მკაცრად ჩამჭიდებს ხელს და
ნელ- ნელა უკან მრჩება ეზოც
და სხვა ხედებიც.
რაღაც სიხშირით ფეთქავს სპლინი
მარჯენა ფერდთან.
მზის სხივიც  ისევ  ტეხილებად მოეხეტება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები