ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2024


Day 22.3.24



ჩემი სულის სიღრმეში ჩაბუდებულ
ყოფიერებად,
ამოვისუნთქე - მუსიკაში.
წვიმის წვეთებად დავიცალე სევდის - გალამაზებად.

კომიკური მარიონეტების უსასრულო კვდომა სიცარიელეში.
სუნთქავს აქ ვინემ?
....

ნიავი ჩურჩულით ამბობს:
ნი! ნი! - ნუ გეშინია მათი,
ვინც აღარ არსებობს.

ფერისცვალებად სიყვარულად დაღლა,
ნუ მოგწყინდება ტკივილების შეგროვება კენჭებად.

შავი ძაფით განასკვე მისი ხელი,
ვერთქმულ სიტყვებად,
დამალულ ვნებებად. 

ფეხით გადათელილ წერილს
კითხულობ მეტროში მელანქოლიად :
მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ყველგან
ნამდვილი, შეშლილო ბავშვო.

აცეკვებულ ცრემლებად იღიმი და
ბოლო ნოტის დადუმებად,
იძირები არსში
იასამნისფრად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები