ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


მუდმივი ტკივილი

გავრბივარ... მუდმივად მიმატებს ტკივილი
საზარი კივილი მდუმარი ქუჩების
მხვდებიან გულგრილად მხვდებიან ღიმილით
პირქუში ღიმილით ლამაზი ტუჩები.

გავრბივარ... ვედრებით მხვდებიან მგზავრები
უფერო მზეებით ნათენებ დღეებში
პირქუში კედლები... არსაით კარები
ჩურჩული ფერების მეწამულ ტყეებში.

გავრბივარ... საცაა შემხვდება ატლასიც
მარადის ნატანჯი, დასჯილი სასტიკად
ისევ მოჩვენება - ფერები ხალასი
მდუმარე ნისლებმა მოიცვეს ატიკაც.

მე გადავიარე დღეები მილეთის
მჯერა რომ არსებობს იქ, სადღაც სამანი
ჩემთვის ვაღიარე ტკივილი მცირედი
მივხვდი რომ აქ ჩემი ადგილი არ არის.

ვჩერდები... ნელ-ნელა ჩერდება ტკივილიც
იხშვება კივილიც ბუნდოვან ქუჩების
და როგორც ვენერა მხვდებიან ღიმილით
გულცივი ღიმილით კვლავ შენი ტუჩები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები