ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


ფიქრს უსასრულოს

ფიქრს უსასრულოს და ზმანებას ბნელი სიცხადის
განთიადისა არ ეტყობა არცრა ნიშანი
ჩემი ნაღველი წარსულისა გულში ნავარდობს
მომავალ დღეთა განმჭვრეტელად როგორც მისანი.

როგორც აჩრდილი მდუმარების ვდგავარ სიცივედ
ფიქრთა წუხილში ჩემს ზმანებას თეთრად ათოვა
და სიმარტოვის გაუსაძლის, ცივ პარაკლისში
აწმყოსთან სულის ზიარების მწუხრად დატოვა.

ვითვლი ყოველ წამს, გულისტკივილს ცისა და მიწის
რომ არ ჩერდება, არ მასვენებს გაუსაძლისი
თვით მზეზე ცხოვლად ჩემი ფიქრის წიაღში ვიწვი
ტკივილს ვერ ვაშთობ და გულს მივსებს ეს დანაკლისი.

არასდროს ვიტყვი, რომ მორევში ჩავეშვი თვითონ
მიწყივ აღივსოს ყველას სული ამაზე ფიქრით
და ვიდრე ფიქრსას ჩემსას ვინმე იცნობს უსაზმნოდ
მე მარტოობის, მდუმარების ნისლებში მივქრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები