ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


გოლგოთა

მთვარიან ღამით არ ეძინა დასჯილ ანგელოზს
შურისძიებას აპირებდა კაცისვე ხელით
მესია გასცეს ოცდაათი ვერცხლის სანაცვლოდ
ბაღში შეიპყრეს უგვირგვინო მეფის სახელით.

მიჰგვარეს ბრმათა, შურიანთა, უგრძნობლად მყოფებს
მათ ვის ნათელი არ ეხილათ ზეცის არასდროს
სამსჯავრომ კაცთა ბრალი დასდო მესიას ერთხმად
ცოდვა დაედო ისეც ცოდვილ, უგრძნობ სამყაროს.

ჯვრის ზიდვა ჰქონდა მას მისჯილი გოლგოთის მთამდე
და შემდეგ იქვე დაესაჯათ სიკვდილით უნდა
ამდენ ეკალში არ გამოჩნდა მესიას გარდა
ერთი შემწყნარე, ლმობიერი ღვთის შვილი თუნდაც.

ბოლომდე ზიდა კაცთა ცოდვაც და ჯვარიც ქრისტემ
იმ რწმენით ნათლის, რამაც იგი ქვეყნად აცხოვრა
უძირო ზეცა მას უმზერდა სიცოცხლის შუქით
ვეღარ იტევდა კაცის მძორი ვნებულ მაცხოვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები