ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


დროის რექვიემი

მირბის, მიაპობს
უსწრებს სინათლეს
ხედავს სამარეს,
მწარე სიმართლეს.

თეთრად ნაფერი
გზები გავლილი
სული ნაგვემი,
სული დაღლილი.

ლაჟვარდი ზეცა
ბოლო იმედი
ჩუმად ხმიანობს
სულის სიმები.

ჟამი ავბედი,
ბედი მსახვრალი
დრო აქ მთავრდება
შავი ნაპრალით.

აღთქმული მიწა...
დაკარგე თავი
ცა გაიცრიცა
ყოვლის სათავის.

აღარ ხმიანობს
ჩუმად სულის ხემი
სივრცეს მიაპობს
დროის რექვიემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები