ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


თ-ს

შენ მზეო მლხენო, სხივთა მომფენო
მკვლელი მშვენებით შეგამკო ზენამ
ცისკრის ვარსკვლავო, ნათლის მპარავო
შენ ცრემლის ღვარით მიცვალე ლხენა.

შენს ნათელ სახეს, მშვენებით სავსეს
მარადისობის შუქჩამდგარ თვალებს
ვადარებ ელვას, მისტრალში ღელვას
მან ჩემი გული შესწირა ალებს.

ნათელი მთვარე, ნაზად მოარე
ვერ შეგედრება დედოფალს სხივთა
ვენერას სუნთქვავ, სიცხეში სულთქმავ
შუქ-ჩრდილის მფენო წამწამის მძივთა.

ზეცის მფლობელო, მზედ მომხმობელო
მოგიძღვნი ოდას
შენს ლამაზ სახეს, მშვენებით სავსეს
ვიხსენებ ოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები