ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2010


ღამის სონეტი

ვაღებ ფანჯარას. კოსმიური მესმის ხმაური
ვხედავ, რომ მთვარე ღრუბლებს მიღმა კენტად ანთია
შეგრძნება ღელავს ჩემს სულს შიგნით... იქ, უცნაური
ცისკრის ვარსკვლავის მომლოდინე ველი განთიადს.

სიბნელეს არღვევს მთვარის თბილი, მდუმარე შუქი
ღრუბლებს გაექცა, მთებს იქიდან ნელა ამოდის
სელენას შუქზე საგნებს უფრო ფერი აქვთ მუქი
და სევდიანად მეჩვენება სხივთა აკორდიც.

ვხედავ, რომ ჩემს წინ გადაშლილა ვრცელი მთა-ველი
მაგრამ მდუმარებს იგი ჩემთვის დუმილით ჩუმით
თითქოს სტიქსია და გადასვლას მასზე მოველი
... მე ამ გადასვლის მოლოდინში დავარღვევ დუმილს.

მთვარე - მნათობი მთის მწვერვალზე დადგა გვირგვინად
მწყემსი სინათლის ღრუბლებს ებრძვის, უცინის ველებს
მთვარემ ლამაზმა მის მაცქერალს, მე დამილხინა
ვგრძნობ, სევდის წვიმა სულსას ჩემსას აღარ ასველებს.

შენსკენ მავალმა გზის ნათელმა უტყვად მაქცია
მაგრამ მეტყველი გავხდი შენთვის, იქნებ პოეტიც
ჩემს შთაგონებას მე მივაწერ ამ მთვარის ციალს
მინდა მოგიძღვნა ჩემო თ- ღამის სონეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები