ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2010


განშორება

როგორც დაგშორდი, მაშინვე მივხვდი
ძნელი ყოფილა ეს განშორება
ბნელი სამეფოს ნისლების ფიცი
ფრთიან პეგასზე სწრაფი ქროლება.

შემდეგ დამბეჭდეს, მიწა მაყარეს
თითქოს იქიდან ამოსვლას შევძლებ
და საუკუნო დავიწყებაში
მთელი ცხოვრება დავტოვე ფრთებზე.

თავდავიწყების მდინარე-ლეთე
ჩემს ცხოვრებაზე სწრაფად ჩაივლის
წინა ცხოვრებას გავატან ფიქრებს
ქარი უსულო სხეულს დამივლის.

როგორც არ უნდა მიყვარდეს ქარი
ქარი, რომელმაც მაჩუქა ფრთები
ვერ დავივიწყე, არ მავიწყდება
შენი სიკეთით სავსე თვალები.

მე საუკუნოდ დავხუჭე თვალი
წყალს გავატანე ფიქრები ძველი
ჩონჩხად ქცეული აჩრდილი დავრჩი
ვერ დავივიწყე შენი სახელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები