ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2010


მდუმარე ტალანი

კვლავ ბნელი ღამე. სიცივემ შემძრა
... და მდუმარება. ... დამდგარი სიჩუმე...
ჩემს სულში შემოსულ მებრძოლ შავ ანგელოზს
დახვდა მღვიმესავით ნაპრალი იქ, მრუმე.

სულის ღიობებში შემოჭრილ სიოში
შევიცნე ყინული. სანთელიც ჩამქრალა
სატანის ხარხარი მდუმარე სივრცეში
ჩემს გაყინულ სულს მოედო სამსჭვალად.

... და უთავბოლო, მდუმარე ტალანი
სინათლეს არც ვეძებ, სიბნელეს ვაღმერთებ
სანთელში დამწვარი იმედიც დავმარხე
ჩემს სულს სიკვდილის ძალასთან ვაერთებ.

სისხლიან კედლებზე ცრემლებით დაწერილს
ვკითხულობ ვედრებას, სულების გოდებას
იქ, სადღაც... ნაპრალში ჩაკეტილ იმედებს
რომლებიც სხივებად გასდევდნენ ცხოვრებას.

მოელის ქარიშხალს და კვლავაც იბრძოლებს
სინათლე ჩამწვარა უფერულ სანთელში
სიბნელე ტალანში, სიბნელე ჩემს სულში
შავი ანგელოზი შემოდის აქ, ჩემში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები