ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2011


ანდალუზიური სურათები

ანდალუზია, ზეციური ანდალუზია
იქ, მთვარის შუქზე ვიღაც უკრავს გრძნობით ფლამენკოს.
რა ლამაზია გიტარის ხმა, ცის ილუზია
ჩვენს მიერ შექმნილ სამყაროში შთანთქმული ექო.

ანდალუზია. გაცრეცილი ცა და ღრუბლები
დრო აქაც ისე მიაჭენებს თავის ბედაურს
სცვივა სიცოცხლის შეუცნობელ წიგნებს ფურცლები
კენტი თოლია მომაგონებს შტორმში მეზღვაურს.

ანდალუზია. გულსაკლავად მოსთქვამს გიტარა
ამაოების არნახული მეჯლისის ჩანგი
როგორც ჰომერის კალამი ან ძველი კითარა
სივრცეში ექოდ გაიბნევა გიტარის ჰანგიც.

ანდალუზია. აქ სიკვდილიც სიცოცხლედ ფასობს
თეთრი მთვარე და გაცრეცილი ზეცა სამოთხის
ვიღაც, ჩვენს წიგნში შეუცნობი წერს ბოლო ასოს
და ჩვენს სამარედ ხვალ მიწას სხვა ვინმე ამოთხრის.

ანდალუზია, მოწყენილი ანდალუზია
ოდესღაც, ვიღაც იქ უკრავდა გრძნობით ფლამენკოს
მივხვდი, სიცოცხლე რომ ყოფილა აქ ილუზია
ვარსკვლავებამდე ასასვლელად გზა არცერთს ეყო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები