ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2011


დამალე ფრთები

                                                                                                                    ვუძღვნი ცალმხრივი სიყვარულის გეენას








დამალე ფრთები. უკვე აღარ გჭირდება ფრენა
მზის სხივი ადნობს ცვილის მარაგს, სიკვდილს გიქადის
ფრთები ყოფილა მტკივნეული მხოლოდ, იკაროს!
თუკი ვერ მოგდევს ჰორიზონტის გამყოფ მიჯნამდე.

დამალე სევდა. უკვე ვეღარ ინატრებ ზეცას
მერე რა? მზესთან ყველა არსის ფერი ხუნდება
პეპელაც იწვის, როცა ცეცხლთან ცეკვა უნდება.

დამალე ტანჯვა. უკვე ვეღარ იგრძნობ ვერაფერს
ასე ახლოა ზეცა, მაგრამ მზე არ მიგიღებს
რადგან მოკვდავად გაჩნდი, მიწად უნდა იარო,
და შენ წილ სიკვდილს, როგორც ნუგეშს, ჩამოგირიგებს.

დამალე ფიქრი. უკვე აღარ გჭირდება არვინ
ხედავ? მთებს მიღმა ახალი მზე ზეცად ინთება
მზის სხივთა ზღვაზე შენი ნეშტიც გამობრწყინდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები