ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2011


ღმერთების დაისი (Ragnarok)

- რა მშვენიერი დღეა, - თქვა ზღვის პირას გასულმა ვიკინგმა და ზეცას ჩააშტერდა.

_______

ჰაიმდალის ბუკის ხმამ ოდინს სისხლი გაუყინა. ვალჰალა მიატოვა და სლაიპნირს მოახტა.
ლოკი უკვე ხმელეთზე იყო ჰელის მეომრებით. მზის სხივებზე ალაპლაპებული შუბები სიკვდილს მოასწავებდა ღმერთებისათვის.
- ეს დასასრულია! - აზების ბელადს ყურში ჩასჩხავლა ჰუგინმა.
ოდინმა ხმლით მოიშორა აბეზარი ფრინველი და საომრად მოემზადა...

________

- რა მშვენიერი დღეა, - ვიკინგი ნავს ნაპირიდან საკმაოდ მოშორებით მიაცურებდა, - ღმერთებმა უთუოდ წყალობა მოიღეს.

_______

გოლგოთას მთაზე სამი ჯვარი აღმართულიყო. მათ შორის შუაში მდგომი ახალ სამყაროს ელოდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები