ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2011


ანტი...

ცაზე ბობოქრობს შავი დემონი
სამყაროს ბნელი გადასწოლია
მიახრიგინებს სადღაც მოხუცი
ეტლს ცხენებიანს.

ითვლის და ითვლის ურიცხვ ქარაგმებს
თვლა აერია
ღამე უნდობი
მის შავ ცხენებზე ბნელი ფერია.

გასცქერის მიღმა სივრცეს მესტვირე
ღრუბლების იქით არაფერია
მთებს შორის ბარდი უთესავთ მწირებს
ხმაშეწყობილნი ზედ დამღერიან.

ჩრდილებს თამაშით გზა არ ებნევათ
კაფავენ გულ-გვამს მრუდე ისრებით
სადღაც, შორს... თვალებს ბინდი ერევა
შთანთქმულს ნისლებით.

ძრწის ცა და მიწა. სიჩუმის ქსელში
გახლართულია გონების გზები
სიჩუმე, ყველა ხმაურზე მძიმე
აღმართს მიმავლებს ეჭდობათ მხრებში.

ქაოსი იპყრობს მთელ არე-მარეს
სუდარის მსგავსი სიბნელის ფონზე
ავსებს ქარავნებს ნაღველი მწარე
სინათლე არ სჩანს შორს ჰორიზონტზე.

ცაზე ბობოქრობს შავი დემონი
სამყაროს ჩრდილი გადასწოლია
მიახრიგინებს სადღაც მოხუცი
ეტლს ჩონჩხებიანს.

ღამე ყომრალი
მის შავ ცხენებზე ბნელი ფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები