ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გაბელია
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2011


და ეს სიშორეც შემიყვარდება

მომენატრები, როგორც სიჩუმე სულგანაბული,
მოგორც ზღვის სუნთქვა...
მომენატრები...
როს ერთი კვირა უსასრულობას გადაცდენილი
ჩადგა ჩვენს შორის, დღეთა ფარდებით,
მომენატრები..
კვლავ განთიადზე, ღამე ეული,
რომ აუცრემლებს ნორჩ კოკრებს ვარდებს,
მზის ბრწყინვალებას ვერ გაუზლებენ
და იფრქვევიან სურნელთ ფერებით.
მომენატრები..
არ გაიკვირვო, თუკი უეცრად გისაყვედურე,
მერე ათასჯერ მოგეფერები.
მომენატრები...
როცა ჩაივლის ეს ყოველივე
დაისადგურებს კვლავ ნეტარება
შენი შეგრძნების
და ეს სიშორეც იმ სიახლოვის შემიყვარდება....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს