ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2012


ხვალინდელი დღე

გარეთ დაჰქრიან ქარები,
სულში კი ქარიშხალია,
ეს ჩემი გული ოცნებით,
კვლავ უსასრულოდ მთვრალია.


და გადაივლის ზმანებად,
მოუსვენარი მარტები,
ზამთარიც ჩუმად გაქრება,
როგორც წარსულის დარდები.


დღე გათენდება ლამაზი,
წამები ჯერ არ ნახული,
სიცოცხლე და სილამაზე,
ნანატრი ამ გაზაფხულის.


გარეთ დაჰქრიან ქარები,
სულში კი ქარიშხალია,
და ჩემი გული ოცნებით,
კვლავ უსასრულოდ მთვრალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები