ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკუ
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2012


უფალო შემიწყალე

ყველას შენდობას ვთხოვ ვინც კი გავაწვალე
ჩემი ცუდი ქცევით ყველა რომ დავღალე
პასუხებს მოითხოვს ღმერთი ჩემგან მალე
და ვთხოვ დაჩოქილი, უფალო შემიწყალე..

სად არ ვიარე და რადრო არ ვატარე
ვინ გამაბრაზა და ვინ არ გავამწარე
სად იყო რომ ჩემი სახელი დავმალე
ამაყი ვიყავი, უფალო შემიწყალე..

ღვინო იმდენი ვსვი თამადა დავათვრე
მერე ისე მოხდა სუფრა მე გავმართე
სად იყო სიმთვრალით საქმე გავაწყალე
მაგრამ ხომ ვლოთობდი, უფალო შემიწყალე..

არ ახსოვს ვინმეს რომ სიტყვა გადავგვარე
და არც გამითხრია ვინმესთვის სამარე
უბრალოდ ტყუილით სიმართლე დავმალე
მაგრამ ხომ ვიცრუე, უფალო შემიწყალე..

სიბლწის ნაცვლად მადლი გადავყარე
ჩემი არ მქონდა და სხვისი მოვიპარე
ეს ჩემი ქურდობა მოძღვართან არ დავმალე
მაგრამ ხომ ვიქურდე, უფალო შემიწყალე..

რამდენჯერ იყო თავი არ დავხარე
და ამპარტავნებით სითბო გადავფარე
ჩემი ცუდი ქცევით სუყველა დავღალე
სულელი ვიყავი, უფალო შემიწყალე..

როცა მზე ჩავიდა ცაზე გაჩნდა მთვარე
და მე დღე მშვიდობით როცა დავამთავრე
ორივე ხელები ცისკენ ავიშალე
და ვთქვი მთელი გულით, უფალო შემიწყალე..

მე ჩემს სინანულში ღმერთი მყავს დამხმარე
ოცი წის შემდეგ რომ ცრემლები დავღვარე
ეს ჭეშმარიტება ვიცი შენ მასწავლე
ვიცი მოწყალე ხარ, უფალო შემიწყალე..

ეხლა შენთან რომ ვარ სულში გავიდარე
და მძულს ის დრო როცა შენგან გავიპარე
ეხლა შენი რწმენის უკან დავიმალე
რა ბედნიერი ვარ, უფალო შემიწყალე..

მუხლებით მხოლოდ სენს წინ დავიხარე
და მონასტერის გზაც სულ არ დავიზარე
ბოლოს ისე ვიყავ ლამის შევიშალე
ეხლა ბრწყინვალედ ვარ, უფალო შემიწყალე..

სათქმელიც აღარ დამრჩა ისე დავიცალე
მაგრამ მაინც გეტყვი, უფალო შემიწყალე..
ამდენი თხოვნით ალბათ გადაგღალე
მაგრამ ერთს გთხოვ კიდევ, უფალო შეგვიწყალენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები