ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2012


რას ხედავ სარკეში?

რას ხედავ სარკეში, ასე რომ შესცქერი
წყვდიადის აჩრდილებს ნიღბით რომ დაღლილან?
რას ხედავ პირქუში სიცივის თარეშში
შენს სახეს შესცქერი, შენია ნამდვილად.

ეს ავტოპორტრეტი შეშლილი სახების
კრთება და შენც გაკრთობს, ამ სარკის მონა ხარ
დაეძებ წარსულის ნაკვალევს ამაოდ
შენს ნაკვთში სინათლეს ვეღარსად მონახავ.

ყოველთვის გიყვარდა ლამაზი ფერები
არასდროს ეძებდი ნიღბებში სახეებს
გშვენოდა შენც ერთ დროს ეს ფერთა კოლაჟი
ატკბობდი ნიღბებით უთვალავ მნახველებს.

შენს სულში მთავრდება ეს ეიფორია
შეხედე დაღლილა ნიღაბიც თამაშით
წყვდიადის აჩრდილებს შესცქერი სარკეში,
წყვდიადის აჩრდილებს ფერების გამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები