ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზის საგალობელი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2012


  ჩამოტვირთვა

მარტო დამტოვეთ.

მარტო დავრჩები,
მოვიშორებ ამ წყეულ ფიქრებს,
სულის სიღრმიდან გამოქცეულ ნაცრისფერ სევდას.
გაყვითლებული ფოთლებივით გამშრალი მზერა,
მიეკედლება აივნების შიშველ რიკულებს,
ამ ღამით-
მთვარე დაიფერთხავს სიმშვიდის კალთას,
მეც თავს მივანდობ მიწის სურნელს-
საოცრად ნამდვილს...
და გავყუჩდები ასე მშვიდად,
ასე მარტივად
მედიტირებულ შემოდგომის ყვითელ საწოლში,
დუმილს რომ ბედავს,
იმ სიზმარისკენ გავრეკავ თვალებს,
გამათბობს ისევ შენეული ღამის ფერები,
თეთრ სიმარტოვეს დარაჯივით მოვიხმობ ჩემთან,
ჩემი ჩამქრალი ოცნებების საგუშაგოზე,
მერე ვარსკვლავებს გადავაცმევ სამოსად სხეულს,
მაგ ნანატრ სხეულს,
მიუწვდომელს ამ ზეცასავით...
და მთელი ღამე, ცის კიდისკენ ავაპყრობ თვალებს.
და მთელი ღამე, დაუბერავს გრძნობის ნიავი.
შუაღამეზე, ვარსკვლავები ჩამოვლენ ჩემთან-
მომახურავენ სიყვარულის ვარდისფერ საბანს...

მარტო დამტოვეთ...
ღამე უნდა მოვიდეს ჩემთან,
სხვაგვარი ღამე...
უფრო მშვიდი...
უფრო საჩემო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები