ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2012


გვდიონ ქარებმა

სიო აკვდება ბაგეს,
ბაგეს აკვდება სიო...
სევდა სადამდე გამყვეს,
ღიმილს როდემდე ვდიო?!
ექოდ ჩაგვივლის ალბათ
გამოძახილი ხვალის,
შენი სამოთხის ბაღჩა
ათასნაირად ყვავის...
ქარში ვერ გაწვდენ სიტყვებს,
ღამე მალულად მპარავს
ნორჩ და თეთრგულა გვრიტებს,
ნავსაყუდელს და კარავს.
ზღაპრად ქცეული სული
ეალერსება ფოთოლს...
კლდე - ნისლით დაღდასმული -
მას მარად მსხვერპლად მომთხოვს.
სიო აკვდება ბაგეს,
ბაგეს აკოცა სიომ.
ფოთლები ქარებს გაჰყვნენ,
ქარებმა ჩვენ ორს გვდიონ.

თბილისი
17 თებერვალი, 2000წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები