ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ყორშია
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2012


მკვდარი (ციკლიდან: ფერები)

მე იქ ვიყავი და კარგად მახსოვს-
თუ, როგორ ჩამოაფარეს კაცებმა ფარდები
და სარკმლებს იქით დატოვეს თოჯინები
ქუფური წარწერით: ისმაილ,
                                                      კალე...

რომ გაგეხედა კედლის ღრიჭოდან
ნახავდი ბავშვებს და კიდევ ქალებს,
მათი ტერფები-სუსტი ტოტები
გადაფხრეწილი ცისფერ ნავებზე.

ხიმსანის მტვერი ქალის ჰიჯაბზე-
შემონაყარი თავშლის მღილია

ჩადგმული მუხლი კი წითელ ქვიშაში-
გამორიყული თევზი ნაპირზე...

იდგნენ სახლები- მარჯნის რიფები,
შიშველი მკერდი-წყლიანი უბე,
ჩახსნილი ძარღვი ხმელი ხეების
ერთ დროს უდაბნოს ღვთიური შუბლი

მე იქ ვიყავი და თვალწინ მიდგას
პატარა ბავშვი სნეულ დედამისს,
როგორ ეხება თმებზე ხელებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები