ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2012


არის დღეები...

არის დღეები...

  არის დღეები, როდესაც არ გაინტერესებს, რამდენს დახარჯავ ყვითელ ავტობუსსა ან მარშუტკასა თუ მეტროში, რადგან იმ დროს მთავარია მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლა და მიზნის მიღწევა!
  არის დღეები, როდესაც ყურადღებას არ აქცევ იმას, თუ, რა წარმოდგენა აქვთ შენზე, რადგან უპირველესია ის, რომ უფალთან იყო მართალი და მას ჩადენილი ცოდვების გამო ვაჭრობა არ დაუწყო, რადგან უფალი არასოდეს მიდის გარიგებებზე.
  ჯვარცმა ჩვენი ცოდვებისთვის თავგანწირვა იყო და არა უფლის მიერ დადებული გარიგება, რომელმაც არა უფლებები და ვალდებულებები გაუჩინა ხალხს ავტომატურად, არამედ ისინი მკაცრი რეალობის წინაშე დააყენა და არჩევანის საშუალება მისცა – ვინც მონანიების სურვილმა შეიპყრო, მარხვას იცავს და ამ გზით თანაგრძნობას და პატივისცემას გამოხატავს უფლისადმი, მაგრამ საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მარხვას ვერ ვიცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე? 
  -ცხადია, არა.
  მარხვის მიმართ არსებული აღნიშნული რეაქცია არაადეკვატურია, ვინაიდან, ვისაც ხორცის დაჯაბნა და სულიხ ამაღლება, უფლისადმი თავისი ღრმა რწმენის დამოკიდებულების გამოხატვა მარხვით არ შეუძლია, ამქვეყნად ძალიან ბევრი სიკეთეა გასაკეთებელი და სიკეთის ქმნა უფლისმიერ წოდებულ მადლის დაგროვებას ნისნავს.
  არის დღეები, როდესაც გული გტკივა შენი დაუფიქრებელი ქცევებისა და, ზოგადად, ცხოვრების მოულოდნელი და არასასურველი მოვლენების გამო, მაგრამ ერთი წამითაც თუ დავფიქრდებით, როგორი უაზრო იქნებოდა ჩვენი ყოფა პირდაპირ პროფესორებად დავბადებულიყავით და თავიდანვე გვყოლოდა ჩვენი საყვარელი ადამიანი გვერდით, მაშინ მივხვდებოდით, რომ უაზრო იქნებოდა ადამიანების არსებობა, რადგან იმას მივიღებდით, რისთვისაც არ გვიბრძოლია და არც არაფერი გაგვიკეთებია.
  არის დღეები, როდესაც ეკლესიაში ქედმოხრილები მამაოს, სულიერი მამის, წინაშე ცოდვებს ვინანიებთ და შემდეგ სულის საცხოვნებლად ვეზიარებით, რა დროსაც გვეუბნებიან: ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა.’’ პასუხად კი მივაგებთ: ,,სადიდებლად უფლისა.’’
  ზიარების საიდუმლო აგვამაღლებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაგვანახებს, რომ, როდესაც გვწამს, მაშინ შესაძლებელია ქვა-ღორღით სავსე დაღმართი ფეშენებელურ და სუფთა ხალხის მიერ დატკეპნილ აღმართით შევცვალოთ.
  ვისურვებდი, ხშირად იყოს ჩვენს ცხოვრებაში მონანიების დღეები, ზეიმი, სულის გამარჯვებისა და მუდმივად მბრდღვინავ ეშმაკის დამარცხებისა, ზეიმი, ჩვენი სულის ხსნისა და მანკიერებებით აღსავსე სხეულის გათელვისა.
  შეგვეწიოს შობის მარხვის მადლი!
  ამინ!
  14/12/2012წელი
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლაშა .. ვულოცავთ დაბადების დღეს