ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2013


მეტამორფოზას ელის ცხოვრება

თუ შენ არ მიცნობ ამ წამისათვის,
ვეღარ გამიცნობ ვეღარასოდეს
დაე, აქ ჩაქრეს, გულში ხანძარი
და დღე მზიანი ნათელს გაშორდეს.

მიაქვს სიცოცხლე დღეებს ნაცრისფერს
და უხმო ექოს მოჰგავს ჩრდილებით
ტკივილი ცალმხრივ სიყვარულისა
უიმედობის განცდის მხილებით.

მე შენ ვერ გნახავ ვეღარასოდეს
და ჩემი გზები დაითოვლება
როცა რაღაცა უნდა დასრულდეს,
მეტამორფოზას ელის ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები