ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2013


ქალი წარმოსახვა III

მისი ვალი გადახდილია ყველას წინაშე , სჩანს ბოლო ,
მარტივი და ყოვლისმომცველი.
მას დასაბამი არ გააჩნია და დარჩება საუკუნეთა მიმართ.
თმები , ქარის მიერ ჩაწყვეტილი მავთულთა რიგი მთელი ქუჩის გაყოლებაზე.
ძირები , გახეხილი , გამტარი ჟრჟოლის.
შუბლი , მოხუცის მიერ მწვანე მინდორზე კვირაობით ნაპენტი მატყლი.
წარბები , ჭაობზე ამოზრდილი ბამბუკთა წყება , ალაგ - ალაგი , მოუვლელი.
ქუთუთო , ღრუბლების თექა , ხელში დიდხანს ნამუშავები ,
დასავლეთის ქარით გადანაყარი.
წამწამები , შავმიწები გამოფორცხილი ერთჯერადად.
თვალები - ნავთობი.
ცხვირი - კონუსი.
ლოყები , შორიდან მომავალი ტალღები სიმშვიდის მომნიჭებელი
თვალის გამოყოლებისას.
სხვაობა მათში ერთი ცუნი მინიმუმ.
ტუჩები - ძაღლის ენა.
დაცვარული. თითქოს ნედლი შეშა ცეცხლზე შეგდებული , დუჟმორეული.
ნეტარია ვინც მას შესვამს.
ენა , ტროტუარი დამსკდარი.
საკმარისია ასანთის ღერი , ორი გრამი გოგირდით , სახის ნაშალი.
საოცარი რამეა ქალის შეშლილი სახე.
ხორხი , სითხის მიღებისას ესკავატორი. მექანიკა.
მკერდი , დაშრეტილი , როგორც ფერდობზე გადმომავალი
წყარო მიწათხრილში აორთქლებული.
მუცელი , ნაპრალები. სადაც კაცის გაშლილი მტევნის ხუთივე თითი ჩატევა.
უანაბეჭდოდ.
იცის ქალმა ფეხმძიმობის შემდეგ კანის დახეთქვა.
ვითომდა ბროწეულის სველი ტოტით ნაცემი.
საშო , სამგზის ნაყოფიერი.
ფეხები , ორჩა. მოძრაობა მოლოგინების შემდგომ გადასული ხასიათში.
შეზრდილი.
მუხლები , ხე ფესვებამდე გადანაჭრელი. წრეწირები განაყოფები.
მათი გამოთვლა ასაკია ორივ სამყაროსი.
წვივები , რელსები დაზიგზაგებული.
ტერფები , სხვადასხვა შენკადთა აუზი მომცრო.
სვლაში სიტლანქე. მიმზიდველია ქართველი ქალის უდარდელი მიხვრა - მოხვრა.
ხმაში ექო , თითქო სიღრმიდან მომავალი საიდუმლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები