ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2013


ქალი წარმოსახვა VI

დაბადება მუსიკით. გულჩათხრობილი ღიღინი.
სიმღერა ცარიელ ოპერაში. 11°c - ზე დაბლა. თავგანწირვა.
ქალა , მიუდგომელი კუნძულების მხარე ორი.
შუაზე გადახსნილ ქოქოსის კანი თანაბარ დისკოდ.
თმები , სამტკაველზე. დახვეული ხელით - ქიმიურ.
შინები , თხელი და დრეკადი. ნაწილ - ნაწილ , ღერი - ღერ.
ზოგჯერ მოკუნტული მხრებში , როგორც მარიამი
ჯვარცმულ იესოს წინ დაცემული.
ცენტრში ქუჩაბანდი , არც ისე ბნელი.
ბილიკითურთ , მდინარეში ჩადგმული დახავსებული ,
ან გზა ფერფლის ბაღში.
შუბლი , სუფთა დაფა , Tabula Rasa - სგან განსხვავებით ,
ზედ მარკერგადატარებული , რომელშიც თითქოს გახსენების
თეორიის გადაშლის ლაქებია შემორჩენილი.
წარბები , გადახერხილი ფიჭვი , ასიოდე წლის.
მანძილი ბარე რამდენიმე საჟენი.
წყლის დიდი რაოდენობით , მარგალიტის წვეთებით გამომპალი.
ქუთუთო , ვარდისფერმტვერწაყრილი.
მოხატულ - მოპირკეთებული.
წამწამები , მოკლე , თითქოს კივის კანზე გამოყრილი ნათესი ,
გაუთლელ - მოურწყველი.
თვალები , კონიაკი , ან ლიქიორით სავსე ტკბილეული.
დაგემოვნებისას საკონტროლო , მათრობელი მეტისმეტად.
ბნელ მაღაროს სიღრმიდან ამოტანილი ქარვა ჯერაც გაუწახნაგებელი
და ფორმაში არ მოყვანილი.
ან რომელიღაც გერმანული ლუდი - უქაფო ,
ოთხმოცდაათზე მეტ სახეობისგან გამოცალკევებული.
ბუდეში ჩამჯდარი წითელი სისხლძარღვები ,
როგორც ძველი ჭიქის გაბზარული კიდე.
ან ელვა უეცრად გამოვარდნილი ცაზე , გველი შეჯვარებისას.
ლოყები , მბზინავი სინაგოგის კედლები ხელშეუხები.
მანძილი სწრაფად დასაფარი , როგორც ბავშვები გაირბენენ
ხოლმე ბინძური ფეხებით მოპრიალებულ იატაკზე
გაკიცხვის შიშით. შინ დაბრუნებულნი მოქანცული დღის შემდეგ.
ყურები , მდიდრულ ჭიქებს ჩამოტეხილი ხელმოსაკიდი.
მიუწებებელი. სერვიზიდან პორცელანის - ფაიფური.
ცხვირი , ნიანგის კუდი , ცენტრ - ერთხორკლიანი.
ტუჩები , დუტი.
აკუპუნქტურის სტილზე ოქროს ნემსის შეყვანისას
დაცლა და ჩაფუშვა , როგორც სადღესასწაულო ბუშტის ,
სიძველისგან ძაფსგამობმული.
მათზე , ვითომდა ზამთრის ცივ ღამეს ბლაგვპირიან
ნაჯახით ნაცემ ხმელ შეშის მიერ მომიფანტული ნაფოტები ,
არათანასწორი , თუმცა ცეცხლის დამნთები.
ენა , ნოტების რვეული , გამოურკვეველ მელოდიათა აუწყობელი
მთელი წყება.
თითქოს ბეთჰოვენის დროში გაფლანგული საფორტეპიანო ნამუშევრები.
სახე , თეთრი თეფში სატელიტის , ტალღების დამჭერი ნიშნით ,
შავი ლაქით , როგორც ინდური ტუშით გაფორმებული
თეთრი ჩინური ქაღალდი , რომელშიც ცრემლი
ლოტოსის პოზიციაში ჯდება. ნარნარებს წმინდად.
რომლისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია თხელ , გამხმარ ეკლებზე
ჩამოკიდებით , სუნთქვაშეკრული.
სახის ნერვის სამების ჩიხით თეთრ საფეთქელთა ზემოთ
ასე , მეორე იარუსზე , მეჭეჭი , როგორც გადაჭრილი კუნძი ,
იძლევა საშუალებას სულის მოთქმის.
ჩამოჯექი. მიირთვი არ დასაღვრელ ცრემლების რუდან.
ეს ერთგვარი დინების სპეტაკი სათავეა - ჭაობამდე.
ხორხი , როგორც ავტობუსი გრძელი , შუაოკორდეონით.
წელვადი.
ადამის ვაშლი , როგორც ანძა , უამრავ სისულელის გადმომცემი.
მკერდი , განსხვავებული სასმისი - ფიალა. ღვთიურ სასმელით შეუვსებელი ,
როგორც ახალი სიცოცხლის დასაყრდენი.
ხელები , ბრიტანელ რაინდთა შუბები შემართული ,
იდაყვში გადატეხილი.
თითები , ფუნჯები უკუღმა პირით.
ფრჩხილები , სხვადასხვა ფერთა კომბინაცია ,
როგორც საღებავ შეუმშრალ დამსხვრეულ პალიტრის ზედაპირი გლუვი.
ხერხემალი , როგორც მთავარი კედელი მთელი კორპუსის შესამაგრებლად.
მუცელი , ობობის მიერ მაჰმადის სახსნელად გამოქვაბულში
მოქსოვილი ქსელი მაგიური , თვალსაბურავი.
ძნელია მასში არ გაეხირო და მსხვერპლად არ იქცე.
აქვე , ბნელი გვირაბი , გაუვალი , როგორც როკი , ჩაუხერგავი.
მის იქეთ მშვიდობაა სამუდამო.
მუხლები , სპარსულ ნარდზე , საყომაროდ გაგორებული დორი ჩარი.
ფეხები , ოდნავ სქელი , თითქო სპილოს სინდრომით.
ტერფები , დამჭკნარი ფოთლები მარიხუანის.
სხეული ზოგადად დამეჭეჭებულ - დახალებული. ცალკერძ ,
მიმანიშნებელი ცხოვრების გზების , რომლის მიმართულება ქადაგებს
ყოველგვარ წარმატებას საქმეში , ცალკერძ , ბავშვის ნახატი ,
რომელიც , იქნებ საკმარისზე მეტსაც კი ოცნებობდა და თვლიდა
ცაზე ვარსკვლავთა ათასეულებს.
ხმა , წკრიალა , როგორც კოვზის ჭიქაზე შემოკვრის შემდეგ
ნაკეც - ნაკეც მომავალი ნოტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები