ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰელლადოს
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2014


„ფორთოხლის გოგონას" წაკითხვის შემდეგ

ვკითხულობ და წიგნი სულით მიჭირავს,
არ დასცვივდეს ფორთოხლები სტრიქონებს,
ახლა, გიცქერთ სხვა სამყაროს ქიმიდან,
და გუშინდელ თქვენს შეხვედრას ვიგონებ.

ჩაუყვები გრილ ფორთოხლის ხეივნებს,
მსურს, მოვუჭრა გზა ბნელ უსასრულობას,
როგორ ვითხოვ, ზოგჯერ, თქვენგან მეტისმეტს,
როგორ მიყვარს თქვენი წრფელი ხუმრობა!

და სამყარო თითქოს ჩემით არსებობს,
გადავწყვიტო მისი ყოფნა, არ ყოფნა
მე აქ  ვსუნთქავ, აქ მიყვარს და ასე რომ,
ეს სხეული  იღბლიანი აღმოჩნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები