ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარაონიდა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2014


გაივლის წლები...!

სულ ყველაფერი დაკარგულია,
მინელებულა ფეთქვა გულისა.
ეს სილამაზე წარმავალია,
ვით ყვავილები გაზაფხულისა.

სული სამხრეთის მზეზე ოცნებობს,
მაჯებს მოსწყინდათ უმიზნოდ ფეთქვა,
ცხოვრება არცერთ წყვილს არ დაინდობს,
"მიყვარხარო",რომ უნდოდათ ეთქვათ.

სავსე მთვარის ქვეშ პირველი ვალსი,
მთელი გრძნობით და სურვილით ცეკვა.
ალბათ,სულ ყველას მიეცა შანსი,
"მიყვარხარ ძლიერ"-ერთხელ,რომ ეთქვა.

გაივლის წლები დიდ სიყვარულში
და ერთ დღეს ალბათ ჩამოღამდება
სავსე მთვარის ქვეშ პირველი ვალსი
სულ,სულ ბოლოჯერ განმეორდება.

და ყველაფერი დაკარგულია,
მინელებულა ფეთქვა გულისა.
ეს სილამაზე წარმავალია,
ვით ყვავილები გაზაფხულისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები