ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: თარგმანი
3 ივლისი, 2014


დაბადების დღე... (День рожденья)

http://www.youtube.com/watch?v=8T1oDF_yfw8&feature=related  - კარაოკე  :)

(ნიანგ გენას სიმღერა მულტ.ფილმიდან "ჩებურაშკა")

                               

დე ირბინონ მგზავრებმა
ქუჩებზე გუბეებში
და წვიმამ გააწყალოს გული,
არ იცოდეს გამვლელმა,
ასეთ უამინდობას
რატომ ვხვდები გახარებული.

და მე ვუკრავ ჩემს გარმონზე,
თვალწინ ყველა გამვლელის,
დაბადების დღეებს შორის
არის ზუსტად ერთი წელი.

მოფრინავს ჯადოქარი
ცისფერი შვეულმფრენით
და უფასოდ გვაჩვენებს კინოს.
დაბადებას გვილოცავს
და ბოლოს დაგვიტოვებს
ჩვენ საჩუქრად ხუთას ესკიმოს.

და მე ვუკრავ ჩემს გარმონზე,
თვალწინ ყველა გამვლელის,
დაბადების დღეებს შორის
არის ზუსტად ერთი წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები