ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარაონიდა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

გოგონა...რომელიც შენში შენზე მეტია!

შავი მალბორო,ფინჯანი ყავა

ვერც კი მიხვდები დრო როგორ გავა.

ზიხარ ოთახში,შეჰყურებ ჭერს და

ფიქრობ გოგოზე რომელიც გწერდა.



ხვდები,რომ ძლიერ ჩაგითრიეს მასზე ფიქრებმა,

ცდილობ როგორმე დააღწიო თავი მის თვალებს.

აღებ ფანჯარას ოთახისას,სადაც ფიფქებმა

ოდესღაც თეთრად დაათოვეს მწვანე თავთავებს.



გახედავ ზეცას,სადაც თეთრად დალანდავ ტუჩებს,

წამით გინდება,რომ შეება მათ თუნდაც ურჩებს.

ხვდები,რომ რაღაც ხდება შენში გასაოცარი

მაგრამ ფიქრები გოგონაზე ამაოც არის.



გინდა მიხვიდე შემოხვიო წელზე ხელი და

(თუმცა არ იცი რით დამთავრდება ყოველივე).

შემდეგ ფიქრობ რომ უნდა სცადო სულ სხვა ხერხი და

კვლავ აწყობ გეგმებს იქნებ გამოდგეს რომელიმე.



კეტავ ფანჯარას,აქრობ სიგარეტს,წამით ჩერდები.

თუმცაღა ხვდები უკან დახევა აქ ზედმეტია.

გადიხარ გარეთ,კეტავ კარებს და უცბად შეშდები,

შენს წინ გოგონა...რომელიც შენში შენზე მეტია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები