ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
25 ოქტომბერი, 2014


ბებოს თონე

ბებო აკრავს თონეს,
ლავაშსა და მჭადებს,
როგორ მიყვარს კუტი,
ნეტა ჩაუვარდეს.

თონის თავზე გაშლის,
მამა–პაპურ სუფრას,
მწვადებს ჩააყუდებს,
და გაავსებს სურას.

დაუძახებს მეზობლებს,
ჟენოსა და შურას,
ერთიც დავილოცოთ,
კუტს მიუგდებს მურას.

ჭყინტი ყველი, მწნილი.
მწვანილი და ხილი.
ზოგი ჟენომ, ზოგიც შურამ,
და გამართეს ლხინი.

მარდად ცლიან ჭიქებს
ეცინება პაპას,
რა გაუძლებს ახლა,
ამ ქალების ტრაბახვ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები