ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარმო
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2015


თბილისის ზღვის ლოქოები(მონამდვილო ამბავი).

"ამ ქალაქის მცხოვრებლების ამბარტავნებას საზღვარი არ აქვს.
ყველაფერი ჰქონდათ ზღვის გარდა და ისიც კი შეიქმნეს."

- სტრაბონი.


"ეს ზღვა ერთადერთია,სადაც მზე წყალში კი არა,წყლის მიღმა,სადღაც მთებს შორის ჩადის"

- ნაწყვეტი უცხოელი ტურისტის ბლოგიდან.



"ჩვენ ვაპირებთ,თბილისის გარეუბანში არსებული პატარა მოცულობის ტბები და ჭაობი ვაქციოთ ერთ დიდ წყალსაცავად,სადაც თვითმფრინავები შეძლებენ ავარიულად დაშვებას"

- რომელიღაცა პარტიული ყრილობა.




 

თბილისის ზღვის ფსკერზე,იქ,სადაც მზის სინათლე ვერ აღწევს და არც ადამიანი ჩასულა ოდესმე,გიგანტური ლოქოები ცხოვრობენ,გაწოლილან შლამში,ზანტად აღებენ პირს და მაშინვე ხურავენ,როგორც კი რომელიმე ცნობისმოყვარე თევზი შეეხეტება შიგნით.მათ სძინავთ,ბერდებიან და უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან შლამში,სიზმრებში კი იმ დროს ხედავენ,როცა პირველყოფილ ოკიანეში დაცურავდნენ და მათი პოსეიდონსაც კი ეშინოდა.ისინი მაშინ დაატყვევა მან,როცა მიხვდა რომ მასზე ძლიერები ხდებოდნენ.საკუთარმა ძმებმა შეაცდინეს,უთხრეს რომ თუ არ დაასწრებდა,ძლევამოსილ მებრძოლთა ეს ტომი დაასწრებდა და საკუთარ ბატონს აუმხედრდებოდა.ამიტომ დაიწყო ომი სამმა,ცის,ზღვისა დაა ქვესკნელის ღმერთმა,რათა დაეჩოქებინათ ამაყი მეომრები,სამ ღმერთს ებრძოდნენ ლოქოები,იბრძოდნენ დიდხანს,ღალატით გაშმაგებულები,გაყიდულები,ზღვების კალაპოტების შემცვლელები.
  საბოლოოდ დამარცხდნენ.ვინც ცოცხალი დარჩა,სამეულმა დაატყვევა ,შემდეგ კი სამყაროს კიდეში ზღვა შექმნეს,სადაც ისინი გამოკეტეს.რომ ქვეყნიერების დასასრულამდე იქ ყოფილიყვნენ.



-საწყლები, - თქვა გოგომ,რომელსაც ბიჭის დიდი ქურთუკი  მოეხვია მხრებზე და ცდილობდა გაყინული ქარისთვის მოერიდებინა სახე.
-სისულელეა, - ჩაეღიმა ბიჭს და ხელები იღლიებში დამალა,რომ ცოტათი მაინც გაეთბო,სანამ პირველად შეეხებოდა გოგოს, ხელზე მაინც.






პ.ს

რა სისულელეა,მაგრამ ნებისმიერი თბილისელი მეთევზე გეტყვით,რომ ამ "ზღვაში" მართლაც არიან ძალიან დიდი თევზები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები