ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2015


შენ გეძებდი 22 წელი

სიკვდილია რასაც აღარ ველი,
რადგან თავად მოლოდინი გაქრა,
შენ გეძებდი ოცდაორი წელი,
გვერდით ხარ და ნისლი აღარ მაკრავს,

აქ ხარ -ვამბობ, მკერდზე ვიდებ ხელებს,
შენ ხარ ჩემი უნაზესი ნატვრა,
ველად გაჭრა მიტომ შვენით ხელებს-
ჩემთან ხარ და მონატრება მფატრავს,

ახლა მხოლოდ ერთი ფიქრი მტანჯავს,
რომ დავრჩებით  ჩვენც ოდესმე კადრად
ისე როგორც მითიური ყანჩა,
გაფრინდება რაც სულისგან დარჩა,

მაგრამ თურმე აღებს ყველა ბოქლომს,
გასაღები, რასაც ჰქვია სუნთქვა
ის რაც სპილენძს გადააქცევს ოქროდ,
რაც ოდესღაც ერთმა ბრძენმა მუნ თქვა,

მე მჭირდება შენი ნაზი სული,
სრული იყოს თანაც ჩვენი ნება
ვნება, როგორც თეთრი გაზაფხული
ორ სარკმელში მზის სხივად რომ წვება,

სიკვდილია რასაც აღარ ველი,
დავახვავე სხეულები ძნებად,
არ ყოფილა ყველა ფერი ძნელი
ახლა მხოლოდ განსვენება მნებავს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები