ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2015


მიდის გოგო სავსე მკერდით

მიდის გოგო სავსე მკერდით,
აშოლტილი მიაქვს ტანი,
დავწვებოდი მასთან ერთი,
მარტოოდენ ერთი ღამით.

მიდის... მიაქვს ქუჩა გოგოს,
ერთი ნახვით არჩენს უძლურს,
დავკოცნიდი ახლა, როგორც
ამორძალის მკლავს და ძუძუს.

ვფიქრობ ასეთ სილამაზეს
არ გაუვა ყავლი... არა,
ღვთისმშობელი იმის სახეს
მჯერა, იქაც დაიფარავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები