ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: იუმორისტული
31 იანვარი, 2016


გ უ რ უ ლ ი ს სიზმარი

  წუხელის  საცხა  ევიბლანდე  სიზმრებშიი, ნენაა.
მივადექი  რაცხა  ჯოხი  იყო ჩაშჭობილი  უშნოთ  ერ  ალაგას. ვინცხა  იზახდა  მუალ  მუალ  ელანძეო.
ეიპლაყვა  აი  უშველებელი  ყაზახი  ერთხანს,
ვიფიქრე  რაია  აი,  სა  ვარ  თქვა?  ან  აქანე  მე  რა  მინდა  თქვა,
გევიხედე  პაწა  იქით  ხმელა  ყაზახიც  იჩუჩნებოდა  რაცხას  დაბალ  ხმაიზედ.  ერი  მინუტი გევიფიქრე  აი  მოსასპობელი  რას  ჩივაო აქანე გაურკვევლადო.
მივუგდე  ყური და  მესმის  აი  ხალხიც  მე  მჭირია  და  აი  ადგილ-მამულიცო.  მევიტყუებ  ელანძე    ყველას,  დევითაფლები,  დევიღვრები  შაქარწყლად,  მაგათ  დაფლად  მევუხმობ,  აი  ტკბილი  ენით  ყოლისფერობამდე  გავძუკნი , ტყავს  ტყავად  გამოვიყენებ,  ხორცი  აღარ  ექნება  მაგინს,  მარა  აი  ზვლები  რა  თავში  ვიხალო  აი  აღარ  ვიციო.
იფიქრა  პაწა  დროი  და  ეიანცა  ყოლიფერი
-  მაი  ზვლებსაც  მივყიდი  ვინცხა  ჩემზე  უარესსო.
  გეირინდა  მთელი  სამყარო  ერი  მინუტი.
სა  იყო და  სა  არა,  ამეიწვართა  ვინცხა  მოდღლეზილი    ყაზახი.  იმფერი  ენა  მეიქნია,  იმფერი  სათქმელი  იმფერად  ლამაზად  იტლიკინა,  თლა  გააბრუა  და  მეინადირა  ყოლისფრობამდე  ადამის  მოდგმაი.
  დეეფსო  თვალი  აი  ყაზირალს  თლა  დაპატარვდა,  მეიწკვარა,  მეიღრანკა  და თხლესავით  ჩეეთხლიშა  ღელეში.
  ერი  მინუტი  უგონობა  შემენთო  აი  პწკალასავით,  გეიხიდა,  გამეიხიდა და  გამინათდა  თვალში.
დგას  აი  ყაზახი  მოდღლეზილი,  მეიჩოჩე  პაწა  ბიძიეო  მანიშნა,  წავბორძიკდი  ნენა  რა  მენაღვლებოდა.
მეიქნია  სასწაული  რამ  ჯოხი  და  დეიწყო  აი  ქვეყნიერებამ  აყვავება,  გალამაზება, 
მინდოდა  მეკითხა  აი  რაია  ნენა  რაფერ  ქენიოო,  მარა    რაცხას  საქმიანად  ჩაჰკირკიტობდა  და  აღარ  შეუშალე  ხელი.  თვარა  აი  სათქმელს  რა  დოულევს  მალაზონს... .
    გამომაღვიძა  ამ  დროს  ვინცხას  უშნო  ზახილმა-  ფატიმე  გამოი  შე  აბდალა  შენა,  შეიცვალა  ყოლისფერი  რაღაიდროის  ძილიაო...
აბაა.. 
  აი  აფერი  არ  მითქვამს  ჯერე  მეზობლისთვის,  თვარა  წინასწარმეტყელობას  დეიჩემებდნენ  და  რა  ვიცი,  ვერ  ენდობი  ამფერებს,  არ  ამიტეხონ  რაცხა,  მერე  აფერიი,  მე  თუ  დევიფსი,  რაცხას  აღარ  დამწამებენ,  ჩემს  ოდაში  არასფერს  აღარ  დასტიებენ, მონგრეულ  ჩახანასა  კი გადაადნობენ  და  წეიღებენ  ნენაა..
  დევიმუწე  პირი,  პაწას ხანს ცოტა  მევიცდი  კიდო  თქვა  და  რა  ვიციი.
რაფერია  ამ  მინუტში  ვინცხასთან  დანდობაი....
რჩევა  მჭირია  ახლა  თქვენი  ნენა,  მევიცადო  პაწა  უნდა,  მევითმინო  ერი  ცახა  კიდო,  თუუუ  დევიჩემო  აი  ნასიზმრალი  ელანძე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები