ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2016


* * *

დაიგვიანეს ახლაც დღეებმა,
როგორც ყოველთვის დავაგვიანე
და ახლა თითქოს მობეზრებული
ეს ერთი წელიც უკან მიაგდე.

წევხარ და ახლა გიცქერ ფიქრიდან,
(ღრუბლებმა მთვარე შთანთქეს,გარიყეს)
და მე მიყვარხარ ახლა იმ გრძნობით
უფლის გარდა რომ ყველას ვარიდებ.

გარეთ ღრუბლები მთვარეს მალავენ!
და ქარიც ცდილობს ღამე გაგლიჯოს,
ჟრუანტელივით მივლის სხეულში
ეს ოცდამეთოთხმეტე აგვისტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები